none
 
Call Centre - ის მეშვეობით შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთის ნახვა;
მიიღეთ ინფორმაცია სასაჩუქრე  ბარათზე არსებული ნაშთის შესახებ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში;
გადაამოწმეთ სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთი პროექტში მონაწილე სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განთავსებული ლიბერთი ბანკის POS ტერმინალების საშუალებით;
გადაამოწმეთ ბარათზე არსებული ნაშთი ვებ გვერდის www.mygift.ge საშუალებით;
ბარათი არ მეგობრობს ბანკომატთან, თქვენ ვერ შეძლებთ ბარათიდან თანხის გამოტანას;
სამაგიეროდ ბარათი მეგობრობს თქვენთვის საყვარელ უამრავ სავაჭრო და მომსახურების ობიექტთან;
გადაიხადეთ ბარათით და მიიღეთ თქვენთვის სასურველი ნივთი;
გამოიყენეთ ბარათი დროულად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 წლით;
ბარათის მომსახურება მისი გააქტიურებიდან პირველი 6 თვე უფასოა, მომდევნო თვეებში კი ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენს 1 ლარს;**
მოუფრთხილდით ბარათს თანხის სრულად გამოყენებამდე;
ეცადეთ არ დაკარგოთ ან დააზიანოთ ბარათი, მისი აღდგენა არ ხდება.
* ერთი SMS-ის ღირებულება შეადგენს 0.50 ლარს;
** ბარათის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ბარათზე არსებული თანხა მის მფლობელს არ დაუბრუნდება.