საცდელი რეჟიმი

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

ჩვენს ვებგვერდზე ნებისმიერი სასაჩუქრე სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში, თქვენ სრულად ეთანხმებით მომხმარებლის კონფიდენციალურობის განაცხადს, განაცხადის პირობებში შეიძლება დროდადრო შევიდეს ცვლილებები. გთხოვთ, რეგულარულად ადევნოთ მას თვალი.
სასაჩუქრე სერტიფიკატის შეძენის და რეგისტრაციის დროს ჩვენ ვინახავთ შემდეგ პერსონალულ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი), საბანკო ბარათის და ბილინგის ინფორმაციას (აღნიშნული ინფორმაციის შენახვა ხდება პარტნიორი ბანკის მიერ, სწორედ პარტნიორია პასუხისმგებელი აღნიშნულ მონაცემთა უსაფრთხოებაზე).
მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის მიზნით;
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით;
  • მარკეტინგული კვლევებისთვის - რომ შემოგთავაზოთ მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს;
  • თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს.