ჩვენ გვსურს, რომ შენი სასაჩუქრე გამოცდილება ყოველთვის სასიამოვნო იყოს. ამიტომ, გადახედე რამდენიმე მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარება, თავი დაზღვეულად იგრძნო:
სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენის შემდეგ, თუ სასაჩუქრე ვაუჩერში მითითებული არცერთი პარტნიორი ორგანიზაცია (ან პირი) ვაუჩერის მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მომსახურების გაწევას, ვაუჩერში გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვაუჩერის შემძენს mygift.ge-ზე არსებულ მის ბალანსზე ქულების სახით, ამისთვის მომხმარებელმა უნდა აცნობოს mygift.ge-ს ვაუჩერის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.