ვორქშოფი Paint & Taste ხატვა და დეგუსტაცია

მასტერკლასები და ვორქშოპები

პროდუქტის კოდი:

0.05 ₾
  • -
  • 0
  • +

                                                                          

ვორქშოფი Paint & Taste ხატვა და დეგუსტაცია

აჩუქე დაუვიწყარი ემოცია

 

Paint & Taste” ეს არის მხატვარ ნანი ფოცხვერაშვილის მიერ შექმნილი უნიკალური კონცეფციის ვორქშოფი, რომელშიც ჰარმონიულად არის გაერთიანებული ხატვის და ღვინის დეგუსტაციის პროცესი.

ვორქშოფის მონაწილეები შექმნიან ფერწერულ ნამუშევრებს და გაეცნობიან ფერწერის სხვადასხვა ტექნიკას ფუნჯების ან პალიტრის დანების გამოყენებით. შესრულებული ნახატი დარჩება როგორც პერსონალიზებული სამახსოვრო სუვენირი. ვორქშოფი საშუალებას აძლევს მონაწილეებს თვითონ აირჩიონ ხატვის თემა თავისი გამოცდილების და სურვილის შესაბამისად. 

გარდა ამისა, ვორქშოფის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ 2 განსაკუთრებული სახეობის ქართული ღვინო (წითელი და შავი)  და სნექები,  ქართული ყველი, სხვადასხვა თხილი, ტკბილეული სეზონის მიხედვით, ზოგადად გაეცნონ ღვინის დამზადების პროცესს და სადღეგრძელოების წარმოთქმის ტრადიციას.

ვორქშოფს უძღვება ნანი ფოცხვერაშვილი - ნანი გალერეის დამაარსებელი, პროფესიონალი მხატვარი და გიდი კულტურულ, ღვინისა და გასტრონომიულ ტურებში 8 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით.

Nani Gallery-ში დაგხვდებათ ავთენტური, ნათელი და გემოვნებით მოწყობილი  გარემო, რომელიც განტვირთვის, ახალი გამოცდილების შეძენის შესანიშნავი საშუალებაა და აერთიანებს გალერეისა და სახელოსნოს ფუნქციებს.

ვორქშოფის ღირებულებაში ასევე შედის: სახატავი დაფა, ტილო, აკრილის საღებავები, ფუნჯები, პალიტრა, პალიტრის დანები და ფანქრები.

ვორქშოფის ხანგრძლივობა: 3 საათი.

ვორქშოფი ტარდება ყოველი კვირის შაბათ დღეს.

სასაჩუქრე ვაუჩერის მფლობელმა ვორქშოფზე დასწრების დღე და საათი უნდა შეათახმოს წინასწარ.

სასაჩუქრე ვაუჩერის მოქმედების ვადაა 3 (სამი) თვე მისი შეძენის დღიდან.

მის: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 19.